საარჩევნო უბნები ყველასთვის ხელმისაწვდომი არ არის

Your browser doesn’t support HTML5

25 ოქტომბერს თბილისში კოალიცია „დამოუკიდებელი ცხოვრებისთვის“ წარმომადგენლებმა რუსთაველის გამზირზე აქცია გამართეს. შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები აცხადებენ, რომ საარჩევნო უბნები მათ საჭიროებებთან ადაპტირებული არ არის, რის გამოც იძულებულნი არიან გადასატანი ყუთებით ისარგებლონ. აქციის მონაწილეები ხელისუფლებას მოუწოდებენ, საარჩევნო უბნები შშმპ-ისთვის ხელმისაწვდომი გახადოს.