14 ადამიანი დაიღუპა ჩინეთში მეჩეთში მომხდარი ჭყლეტისას

14 ადამიანი დაიღუპა ჩრდილო-აღმოსავლეთ ჩინეთში, მეჩეთში მომხდარ ჭყლეტის შედეგად. როგორც საინფორმაციო სააგენტო "სინხუა" იტყობინება, ტრაგედია მოხდა ქალაქ გუიუანში, სადაც სულიერი ლიდერის ხსოვნის პატივსაცემად საკვებს არიგებდნენ. რამდენიმე ადამიანი საავადმყოფოში მოათავსეს.