ერაყის არმიამ ექსტრემისტების წინააღმდეგ შეტევა დაიწყო

ერაყის უსაფრთხოების ძალებმა კვირას დაიწყეს ოპერაცია ალ-ყაიდასთან კავშირის მქონე ექსტრემისტების წინააღმდეგ რამადიში - ერთ-ერთში ერაყის ცენტრში მდებარე იმ ორი ქალაქიდან, რომლებიც დეკემბრის ბოლოს ექსტრემისტებმა დაიკავეს. ვრცელდება ცნობები ინტენსიურ შეტაკებებზე ექსტრემისტებს და ერაყის პოლიციას შორის, რომელსაც სუნიტი თემის ზოგიერთი წარმომადგენელი და ერაყის სპეცდანიშნულების ძალები უმაგრებენ ზურგს. პოლიციამ ქალაქში კომენდანტის საათი დააწესა. ადგილობრივი თემის წევრებს და ექსტრემისტებს შორის შეტაკებები იყო ახლოს მდებარე ქალაქ ფალუჯაში. ეს ქალაქი ასობით სამხედროს და ათობით ტანკის ალყაშია. ადგილობრივები იქ დარჩენილი ექსტრემისტების განდევნას ცდილობენ.