პაკისტანში საავიაციო იერიშში 25 ექსტრემისტი დაიღუპა

პაკისტანის ხელისუფლების ცნობით მოიერიშე თვითმფრინავებისა და ვერტმფრენების მიერ განხორციელებული საავიაციო იერიში შედეგად დაახლოებით 25 ექსტრემისტი განადგურდა ჩრდილოეთ ვაზირისტანის პროვინციის ხაიბერის რაიონში. იერიშები მოჰყვა თალიბანის მებრძოლების მიერ ქვეყნის უსაფრთხოების ძალებზე ორშაბათს განხორციელებულ რამდენიმე თავდასხმას, რომლის დაახლოებით 14 პაკისტანელი სამხედრო დაიღუპა. ოფიციალური ინფორმაციით, საავიაციო იერიში დროს დახოცილთა შორის ის ექსტრემისტები არიან, რომლებიც გასულ წელს და წელს უსაფრთხოების ძალების პატრულზე იერიშის მოწყობაში იყვნენ ეჭვმიტანილნი.