პაკისტანში აფეთქებებმა შეიწირა უშიშროების ძალების, სულ ცოტა, სამი წევრი

პაკისტანის პოლიციის განცხადებით, უშიშროების ძალების, სულ ცოტა, სამი წევრი დაიღუპა სამხრეთში მდებარე კარაჩიში აფეთქებების შედეგად. ერთ-ერთი აფეთქება თვითმკვლელმა თავდამსხმელმა მოაწყო გასამხედროებული „რეინჯერების“ შტაბბინასთან. დაიღუპა ორი ადამიანი. თავდასხმებზე პასუხისმგებლობა არავის უკისრია. კარაჩიში, რომლის მოსახლეობაც 18 მილიონს აღწევს, ხშირია ძალადობა ეთნიკური, რელიგიური და პოლიტიკური ნიშნით.