თამთა ხალვაში - კოპენჰაგენის უნივერსიტეტის დოქტორანტი

თამთა ხალვაში

უცხოეთში საქართველოდან სასწავლად და სამეცნიერო ხარისხის მისაღებად წასული ახალგაზრდების შესახებ ციკლის დღევანდელი სტუმარი ანთროპოლოგი გახლავთ. თამთა ხალვაში დანიაში, კოპენჰაგენის უნივერსიტეტში მუშაობს სადისერტაციო ნაშრომზე. ის ანთროპოლოგიის მეთოდის, "მონაწილეობით დაკვირვების", საფუძველზე აანალიზებს თავისი მშობლიური ქალაქის, ბათუმის ურბანულ ტრანსფორმაციას და იმას, თუ როგორ იმოქმედა ამან ადამიანებზე. თამთა ხალვაში, რომელიც ვაჟთან და ქმართან ერთად არის კოპენჰაგენში ჩასული, ადრე ოქსფორდში სწავლობდა სოციალური ანთროპოლოგიის განხრით. ჩვენი პირველი შეკითხვა ეხებოდა „მონაწილეობით დაკვირვების“ ანთროპოლოგიური მეთოდის გამოყენებას კოპენჰაგენში ადაპტაციისთვის.

Your browser doesn’t support HTML5

საუბარი თამთა ხალვაშთან