გაფიცვა და შიმშილობა კაზრეთში

Your browser doesn’t support HTML5

უკვე თითქმის ორი კვირაა, დაბა კაზრეთში გაფიცული არიან ფერადი ლითონების მომპოვებელი კომპანია RMG-ის თანამშრომლები და მათი მხარდამჭერები. ისინი მოითხოვენ სამუშაო პირობების გაუმჯობესებას, ხელფასის მომატებას, დათხოვილი თანამშრომლების აღდგენასა და კომპანიის ხელმძღვანელობის გადადგომას. პარალელურად, შიმშილობა აქვს გამოცხადებული სამსახურიდან დათხოვილთა ნაწილს, რომელსაც სოლიდარობის ნიშნად დაბა კაზრეთის სხვა რამდენიმე მკვიდრიც შეუერთდა. როგორც აქციის მონაწილეები ამბობენ, კომპანია RMG Copper-ის თანამშრომლების პროტესტს უერთდება კაზრეთის 1500-მდე მცხოვრები.