პაკისტანის თალიბანმა ცალმხრივი წესით გამოაცხადა ერთთვიანი ზავი

პაკისტანის თალიბანმა ცალმხრივი წესით გამოაცხადა ერთთვიანი ზავი, რათა ხელი შეუწყოს პაკისტანის ხელისუფლებასთან ჩიხში შესული მოლაპარაკებების განახლებას. პაკისტანის თალიბების მიერ შაბათს გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ თალიბანის უზენაესი ხელმძღვანელობა ყველა დაჯგუფებას მიმართავს, ანგარიში გაუწიონ თალიბანის მოწოდებას და მთლიანად შეწყვიტონ ყოველგვარი სამხედრო მოქმედება ამ პერიოდის განმავლობაში.