ერთი პატიმარი დაიღუპა გეგუთის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში

გეგუთის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში პატიმართა დაპირისპირების შედეგად ერთი მსჯავრდებულის გარდაცვალების ფაქტი დაადასტურა საქართველოს სასჯელაღსრულების სამინისტრომ. მისი ინფორმაციით, გარდაცვლილ პატიმარს მრავალი დაზიანება აქვს თავის და ყელის არეში. სასჯელაღსრულების სამინისტროს განცხადებითვე, მიმდინარეობს ექსპერტიზა და გამოძიება, რომელსაც ადგილზე აწარმოებს საქმის ზედამხედველი პროკურორი.