ტურისტული გამოფენა „ექსპოჯორჯიაში“

Your browser doesn’t support HTML5

11 აპრილს „ექსპო ჯორჯიაში“ მე-16 საერთაშორისო ტურისტული გამოფენა მოეწყო. გამოფენაში ადგილობრივ კომპანიებთან ერთად მონაწილეობენ უცხოური ორგანიზაციები სომხეთიდან, თურქეთიდან, ტაილანდიდან, არაბთა გაერთიანებული საამიროებიდან, უკრაინიდან, შვეიცარიიდან და ჩეხეთიდან. წარმოდგენილია ასამდე ორგანიზაცია, დასასვენებელი კომპლექსები, ტუროპერატორები მრავალფეროვანი მომსახურებით: კულტურული, ისტორიული და ღვინის ტურებით, ასევე ექსტრემალური და სათავგადასავლო პროგრამებით. გამოფენაზე ასევე წარმოდგენილია საქართველოს რეგიონები იქ არსებული ტურისტული ინფრასტრუქტურით.