კახა კოჟორიძე: „პრემიერ-მინისტრი ჩვენ მოღალატეებს გვიწოდებს“

კახა კოჟორიძე

„ქვეყნის ძირგამომთხრელი კამპანია“ - ასე უწოდა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა, არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ წამოწყებულ კამპანიას „ეს შენ გეხება, ისევ გვისმენენ“. ეს განცხადება მან დღევანდელ მთავრობის სხდომაზე გააკეთა. პრემიერის სიტყვებს მწვავე შეფასებები მოჰყვა ფარულ მოსმენებთან დაკავშირებული საკანონმდებლო ბაზის დახვეწაზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგნელებისგან. მათ შორის ერთ-ერთია ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ხელმძღვანელი, კახა კოჟორიძე, რომელმაც რადიო თავისუფლებისათვის მიცემულ ინტერვიუში პრემიერ-მინისტრის განცხადებას „ანტისახელმწიფოებრივი“ უწოდა.

Your browser doesn’t support HTML5

კახა კოჟორიძე: „პრემიერ-მინისტრი ჩვენ მოღალატეებს გვიწოდებს“