თბილისში გაიხსნა წიგნის ფესტივალი

Your browser doesn’t support HTML5

29 მაისს, თბილისში, „ექსპო ჯორჯიას“ მე-11 პავილიონში, გაიხსნა წიგნის მე-16 საერთაშორისო ფესტივალი, რომელშიც მასპინძლებთან ერთად მონაწილეობენ გამომცემლები აზერბაიჯანიდან, თურქეთიდან, ირანიდან და სომხეთიდან. სულ რეგისტრაცია გაიარა 63-მა მონაწილემ - გამომცემლებმა, წიგნის მაღაზიებმა და გამავრცელებლებმა. ფესტივალის მონაწილეები მკითხველს სთავაზობენ ფასდაკლებებსა და სხვადასხვა სახის აქციებს. დაგეგმილია ახალი წიგნების პრეზენტაციები. ფესტივალი 1 ივნისს დაიხურება.