„დავასუფთაოთ საქართველო“ - აქცია დიღმის ტყე-პარკში

Your browser doesn’t support HTML5

12 ივნისს თბილისში, დიღმის ტყე-პარკში, გარემოს დაცვის მსოფლიო დღესთან დაკავშირებული კვირეულის აღსანიშნავად, აქცია გაიმართა. არასამთავრობო ორგანიზაცია “ეკოხედვის“ (EcoVision) მიერ მოწყობილ აქციაში ასამდე მოსწავლე მონაწილეობდა. აქცია მიზნად ისახავდა საზოგადოების უკეთ გათვითცნობიერებას ნარჩენების დახარისხებისა და მართვის თვალსაზრისით.