„ჩემი ეკო-ქალაქი“

Your browser doesn’t support HTML5

23 ივნისს ენერგოეფექტურობის ცენტრმა გამართა კონფერენცია „ჩემი ეკო-ქალაქი“. მასში მონაწილეობდნენ თბილისის სკოლის მოსწავლეები, რომლებმაც მანამდე ენერგოეფექტიანობის თემაზე გამართულ კონკურსში მიიღეს მონაწილეობა. მოსწავლეებმა წარმოადგინეს საკუთარი პროექტები და იდეები. გამარჯვებულებს პრიზები გადასცეს. ღონისძიება ტარდება მდგრადი ენერგეტიკის ყოველწლიური კვირეულის ფარგლებში, რომელიც 23-27 ივნისს მოიცავს.