ტყვედ აიყვანეს უკრაინის 29 სამხედრო მოსამსახურე

უკრაინის შეიარაღებული ძალების 29 მოსამსახურე იმყოფება ტყვედ, ინფორმაციას აღნიშნულის შესახებ ავრცელებს უკრაინის თავდაცვის მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი მიხაილ კოვალი. მისი სიტყვებით, 11 მათგანი ტყვედ მაშინ ჩავარდა, როცა ისინი მატარებლით მგზავრობდნენ. მას შემდეგ, რაც მილიციამ სადგურ „დებალცევოზე“ სამხედროების საბუთები შეამოწმა, ისინი კაზაკებს გადასცა. კოვალმა ასევე დაამატა, რომ ამჟამად მიმდინარეობს სამხედროების გაცვლის პროცესი. მისი თქმით, მათი ნაწილი უკვე ოჯახებს დაუბრუნდა. რამდენიმე ხნით ადრე, პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებდა ინფორმაციას, რომ სეპარატისტებს მძევლად 100-ზე მეტი სამხედრო მოსამსახურე ყავს.