ცესკომ არჩევნების მეორე ტურისთვის საარჩევნო ბარათების დარიგება და ბიულეტენების დაბეჭდვა დაიწყო

საქართველოს ცესკომ დაიწყო თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტურისთვის საარჩევნო ბარათების დარიგება და ბიულეტენების დაბეჭდვა. არჩევნების მეორე ტური 12 ივლისისთვისაა დანიშნული. ხმის უფლების მქონე მოქალაქეებმა საქართველოს 8 თვითმმართველ ქალაქში მერი, ცამეტ თვითმმართველ თემში კი გამგებელი უნდა აირჩიონ.