ბრედ პიტი და ანჯელინა ჯოლი დაქორწინდნენ

კინოს ამერიკელი ვარსკვლავები, ბრედ პიტი და ანჯელინა ჯოლი ოფიციალურად შეუღლდნენ. ცერემონია და ქორწილი, რომელსაც მხოლოდ ოჯახის წევრები და მეგობრები ესწრებოდნენ გაიმართა 23 აგვიტოს, საფრანგეთში, პროვანსში, შატო მირალავში. ცნობა ფაქტის შესახებ გავრცელდა მხოლოდ 28 აგვიტოს. ქორწილზე იყვნენ წყვილის ექვსი შვილი, სამი ღვიძლი შვილი და სამი - ნაშვილები. კინოში მონაწილეობის გარდა წყვილი თავისი ჰუმანიტარული საქმიანობით არის ცნობილი.