უმაღლესი რადა ევროკავშირთან შეთანხმების რატიფიკაციას გეგმავს

უკრაინის უმაღლესი რადა 16 სექტემბერს ევროკავშირთან უკრაინის ასოცირების შესახებ შეთანხმების რატიფიკაციას გეგმავს. დოკუმენტი 15 სექტემბერს უკრაინის პრეზიდენტმა პეტრო პოროშენკომ შეიტანა საკანონმდებლო ორგანოში. „არც ერთი წერტილი, არც ერთი მძიმე, არც ერთი სიტყვა შეთანხმებულ, პარაფირებულ და 27 ივნისს ჩემს მიერ ხელმოწერილ შეთანხმებაში არ იცვლება“, - განაცხადა ორშაბათს პოროშენკომ. მოელიან, რომ 16 სექტემბერს უკრაინასთან ასოცირების შესახებ შეთანხმების რატიფიკაციას მოახდენს ევროპარლამენტიც.