ერაყის პარლამენტმა არ დაამტკიცა მინისტრობის კანდიდატები

ერაყში პარლამენტარებმა უარყვეს თავდაცვისა და შინაგან საქმეთა მინისტრების პოსტებზე პრემიერ-მინისტრ ჰაიდარ ალ-აბადის მიერ დასახელებული კანდიდატები. პარლამენტის 16 სექტემბრის სხდომის ეს შედეგი აყოვნებს ერაყის ახალი მთავრობის შექმნას, რაც მნიშვნელოვნად არის მიჩნეული ექსტრემისტების გაერთიანება „ისლამურ სახელმწიფოსთან“ საბრძოლველად და რეგლიგიურ დაჯგუფებებს შორის უთანხმოების მოსაგვარებლად. ერაყის პარლამენტის შემდეგი სხდომა 18 სექტემბერს გაიმართება. გუშინ პარიზში ჩატარებულ კონფერენციაზე, 30-მდე ქვეყნის წარმომადგენლები შეთანხმდნენ, რომ ბაღდადს მიაწვდიან „სათანადო სამხედრო დახმარებას“ ისლამურ სახელმწიფოსთან საბრძოლველად. აშშ-ის უშიშროების სამსახურის მონაცემებით, ისლამური სახელმწიფო ამჟამად 31 500-მდე მებრძოლს აერთიანებს და ტერიტორიის დიდ ნაწილს აკონტროლებს ერაყსა და სირიაში.