ორი ანა

Your browser doesn’t support HTML5

6 თებერვალს თბილისში, გიორგი ლეონიძის სახელობის ლიტერატურულ მუზეუმში, ერთდროულად ორი ღონისძიება გაიმართა. ანა ნიკოლაძის ნამუშევრების გამოფენა და პრეზენტაცია სამახსოვრო ალბომისა „ორი ანა“. ალბომში შესულია ანა ნიკოლაძის ფერწერული ნამუშევრები და ანა კალანდაძის ლექსების ხელნაწერები. პრეზენტაციაზე ანა ნიკოლაძის შვილმა, ზაზა აბზიანიძემ, ანა კალანდაძის ხელნაწერი რვეული, რომელიც წლების განმავლობაში ინახებოდა მათ ოჯახში, ლიტერატურის მუზეუმს გადასცა.