პარლამენტში პატივი მიაგეს იუნკრების ხსოვნას

Your browser doesn’t support HTML5

23 თებერვალს თბილისში, პარლამენტის ეზოში, იუნკრების ხსოვნისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა. ღონისძიებას საქართველოს პრეზიდენტი, პრემიერ-მინისტრი, დეპუტატები და იუნკრების შთამომავლები დაესწრნენ. პარლამენტის ეზოში მდებარე ეკლესიაში მათ პარაკლისიც გადაუხადეს. იუნკრები 1921 წლის თებერვალში მე-11 წითელი არმიის წინააღმდეგ საქართველოს დამოუკიდებლობისთვის ბრძოლაში დაიღუპნენ. მათი უმეტესობა ძალიან ახალგაზრდა იყო.