EBRD-ის პრეზიდენტი: მხარს ვუჭერ საქართველოს ეროვნული ბანკის მონეტარულ პოლიტიკას

ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი (EBRD) სრულად უჭერს მხარს საქართველოს ეროვნული ბანკის მონეტარულ პოლიტიკას - განაცხადა EBRD-ის პრეზიდენტმა, სუმა ჩაკრაბარტიმ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტ გიორგი ქადაგიძესთან შეხვედრის შემდეგ. მან თქვა, რომ სხვა ქვეყნებისათვის სამაგალითოა მოდელი, რომელსაც საქართველოს ეროვნული ბანკი ახორციელებს,გონივრულია მცურავი გაცვლითი კურსი და მნიშვნელოვანია სავალუტო რეზერვების შენარჩუნება-გაფრთხილების პოლიტიკა.