ქართველმა ძიუდოისტმა ოქროს მედალი მოიპოვა თბილისის ოლიმპიურ ფესტივალზე

საქართველომ პირველი ოქრო მოიპოვა ევროპის ახალგაზრდულ ოლიმპიურ ფესტივალზე, რომელსაც თბილისი მასპინძლობს. 60 კგ წონით კატეგორიაში მოასპარეზე ძიუდოისტმა რობინზონ ბეგლარიშვილმა ფინალურ შეხვედრაში დაამარცხა იტალიელი ათლეტი. ოლიმპიური ფესტივალი კვირას გაიხსნა და ექვსი დღე გრძელდება. ამჟამად საქართველოს დელეგაციის აქტივშია ერთი ოქროსა და ორი ბრინჯაოს მედალი.