მოსახლეობამ ანტონოვსკაიას ქუჩა გადაკეტა

Your browser doesn’t support HTML5

9 ოქტომბერს საბურთალოზე, ადგილობრივ მცხოვრებთა ჯგუფმა გადაკეტა ანა ანტონოვსკაიას ქუჩა. აქციის მონაწილეებმა პროტესტი გამოთქვეს როგორც ამ ქუჩაზე დაგეგმილი მშენებლობების, ისე თბილისის იმ პროექტის წინააღმდეგ, რომლის მიხედვითაც ანტონოვსკაია, შესაძლოა, ცენტრალური ქუჩა გახდეს. მცხოვრებთა თქმით, პატარა ჩიხი მანქანების დიდ ნაკადს ვერ დაიტევს. თბილისის მერიაში აცხადებენ, რომ საკითხი განხილვის პროცესშია.