კვების დეფიციტი ბავშვებსა და ქალებში

Your browser doesn’t support HTML5

გაეროს ბავშვთა ფონდი ხელისუფლებას მიმართავს რეკომენდაციით საკანონმდებლო დონეზე დაავალდებულოს პურპროდუქტის მწარმოებლები ფქვილი ფოლიუმის მჟავით გაამდიდრონ. ფონდის წარმომადგენლებმა 8 დეკემბერს პორტალ „კვირის“ პრესკლუბში პრესკონფერენცია გამართეს. მათი თქმით, კვლევა აჩვენებს, რომ საქართველოში ნახევარ მილიონზე მეტ ბავშვსა და ქალს კვების დეფიციტი აქვს, რაც ახალშობილებში სხვადასხვა პათოლოგიას, შემდგომ ასაკში კი ზრდასა და გონებრივ განვითარებაში ჩამორჩენას იწვევს. კვების დეფიციტში ვიტამინებისა და მინერალების ნაკლებობა იგულისხმება. რეკომენდაციებში შედის ასევე ბაშვის ძუძუთი კვების მხარდაჭერა და საკვები დანამატის მიწოდება ბავშვებისთვის.