აჭარის მთავრობის თავმჯდომარედ აირჩიეს ზურაბ პატარაძე

აჭარის უმაღლესმა საბჭომ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარედ ზურაბ პატარიძე 12 ხმით არც ერთის წინააღმდეგ აირჩია. სხდომაში მონაწილეობას არ იღებდა 9 დეპუტატი.რიგგარეშე სხდომის შესახებ გადაწყვეტილება კანონმდებლებმა 14 ივლისს, ბიუროს სხდომაზე ერთხმად მიიღეს. ზურაბ პატარაძეს კენჭისყრაზე 11 დეპუტატის მხარდაჭერა სჭირდებოდა. ზურაბ პატარიძის ცნობით აჭარის მთავრობის შემადგენლობა დღის ბოლოს გახდება ცნობილი.