ვაკის პარკის კინომოძრაობა ახალი ქართული კინოსთვის

Your browser doesn’t support HTML5

18 სექტემბერს "თავისუფლების დილის" სტუმრები იყვნენ ვაკის პარკის კინომოძრაობის წევრები - პროდიუსერი თეკლა მაჭავარიანი და რეჟისორი ლაშა ცქვიტინიძე. ვაკის პარკის კინომოძრაობა კინემატოგრაფისტთა ახალი თაობის დამოუკიდებელი და აპარტიული ჯგუფია, რომელიც გაერთიანდა საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნულ ცენტრში არსებული ძირეული პრობლემების გადასაჭრელად. რა პრობლემებია ეროვნულ კინოცენტრში, რომელიც კინემატოგრაფისტებს მუშაობის საშუალებას არ აძლევს, როგორ ტარდება კონკურსები და რამდენად გამჭვირვალე და დემოკრატიულია ჟიურის წევრების საქმიანობა, რას შეიძლება ეყოს კინოცენტრის წლიური ბიუჯეტი და რამდენად გახსნილები არიან სახელმწიფო სტრუქტურები დარგის წარმომადგენლებთან დიალოგისთვის - ამ თემებზე ვისაუბრეთ სტუმრებთან.