„აზოტის“ დათხოვნილი თანამშრომლები დანებებას არ აპირებენ

Your browser doesn’t support HTML5

7 თებერვალს, თბილისში საპროტესტო მსვლელობა მოაწყვეს ქარხანა „რუსთავის აზოტის“ თანამშრომლებმა, რომლებიც იანვრის ბოლოს დაითხოვეს სამსახურიდან. 350 გათავისუფლებულ პირს შეუერთდნენ პროფკავშირების მუშაკები, სამოქალაქო აქტივისტები, ადამიანის უფლებათა დამცველები. დღეს საპროტესტო აქციის მონაწილეები მივიდნენ „საქართველოს ბანკთან“ და მის ხელმძღვანელობასთან შეხვედრას მოითხოვეს, თუმცა უშედეგოდ. დემონსტრანტებმა გააკრიტიკეს ქვეყანაში არსებული საბანკო პოლიტიკა და აღნიშნეს, რომ დაბალი ხელფასების გამო მოსახლეობის უდიდესი ნაწილი იძულებულია, ისარგებლოს საბანკო კრედიტებით. მსვლელობისას მოხდა შეხლა-შემოხლა აქციის მონაწილეებსა და სამართალდამცველებს შორის. „აზოტის“ ყოფილი თანამშრომლები აცხადებენ, რომ აქციებს ხვალაც გააგრძელებენ.