„Rapid Trident 2017“ – მანევრები დასავლეთ უკრაინაში
Your browser doesn’t support HTML5
დასავლეთ უკრაინის ქალაქ იავოროვის მახლობლად, აშშ-ის მეთაურობით, გრძელდება საერთაშორისო სამხედრო წვრთნა „Rapid Trident 2017“, რომელშიც 14 ქვეყნის 1800-მდე სამხედრო მოსამსახურე მონაწილეობს. მანევრები, რომლებიც, 1996 წლიდან მოყოლებული, ყოველწლიურად ტარდება მიზნად ისახავს ნატოს წევრი ქვეყნების არმიებთან უკრაინის შეიარაღებული ძალების ურთიერთმოქმედების გაუმჯობესებას. (აშშ-ის შეიარაღებული ძალების ვიდეო)