ფაშიზმზე გამარჯვებულები

Your browser doesn’t support HTML5

ევდოკიას, არქიფოს, მამიას და ეთერს მეორე მსოფლიო ომი აერთიანებთ. 1941-1945 წლებში ვინ ფრონტის წინა ხაზზე, ვინ კი ზურგიდან იცავდა თავის ქვეყანას. ომის დამთავრებიდან წელს 73 წელი გავიდა, თუმცა ომის კადრები მათ წამითაც არასოდეს დავიწყებიათ. ფაშიზმზე გამარჯვების დღეს ევროპის ქვეყნები 8 მაისს აღნიშნავენ. 1945 წელს სწორედ ამ დღეს მოაწერა ხელი გერმანიამ უსიტყვო კაპიტულაციის აქტს. რუსეთსა და რამდენიმე პოსტსაბჭოთა ქვეყანაში, მათ შორის საქართველოშიც, გამარჯვების დღე 9 მაისს აღინიშნება.