დევნილების აქცია ისევ საცხოვრებლის მოთხოვნით

Your browser doesn’t support HTML5

ზუგდიდში დევნილებმა საპროტესტო აქცია გამართეს და ახალი საცხოვრებელი ფართებით დაკმაყოფილება მოითხოვეს. მათი განცხადებით, განსახლების პროცესი სამართლიანად არ მიმდინარეობს. ხელისუფლება ამტკიცებს, რომ ბინები ნაწილდება ქულების სისტემით. ამ ეტაპზე ბინით 240 დევნილი ოჯახი დაკმაყოფილდება. მომავალ წელს მათი რიცხვი 300-მდე გაიზრდება.