აშშ-მა 12 რუსს ბრალი წაუყენა ჰაკერული თავდასხმების გამო

აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტმა ოფიციალურად წაუყენა ბრალი რუსეთის დაზვერვის 12 თანამშრომელს 2016 წელს აშშ-ის დემოკრატიული პარტიის ნაციონალური კომიტეტის სერვერებზე ჰაკერული თავდასხმების განხორციელების გამო. გენერალური პროკურორის მოადგილემ, როდ როზენსტინმა განაცხადა, ამ შემთხვევაში ბრალდება არ აცხადებს, რომ დანაშაულთან კავშირი ჰქონდეს ამერიკის რომელიმე მოქალაქეს.