ხორავას ქუჩის საქმეზე საგამოძიებო კომისია მირზა სუბელიანსა და თენგიზ კალანდიას ხვდება

Your browser doesn’t support HTML5

ხორავას ქუჩაზე მოზარდების მკვლელობის საქმეზე დაკავებულ მირზა სუბელიანსა და თენგის კალანდიას გამოკითხავს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისია. კომისიის წევრები გლდანის საგამოძიებო იზოლატორში მივიდნენ. მირზა სუბელიანი დაკავებულია დანაშაულის შეუტყობინებლობის ბრალდებით. თენგიზ კალანდიას გამოძიება დანაშაულის დაფარვას ედავება.