მძღოლმა, რომელიც თავის დაწვით იმუქრებოდა, გეზ-ის შენობის სახურავი დატოვა

ეკონომიკური გაფორმების ზონის(გეზი) ტერიტორიაზე ერთ-ერთი შენობის სახურავი დატოვა ხორბლის გადამზიდავთა აქციის მონაწილემ, რომელიც თავის დაწვით იმუქრებოდა და მოითხოვდა შეხვედრას ფინანსთა მინისტრთან. რადიო თავისუფლების კორესპონდენტის ინფორმაციით, მინისტრი ივანე მაჭავარიანი გეზ-ში მივიდა და მძღოლს ხვდება.

ხორბლის ავტოტრანსპორტით გადამზიდავები უკვე რამდენიმე დღეა შემოსავლების სამსახურის ეკონომიკური გაფორმების ზონაში მართავენ საპროტესტო აქციას და მოითხოვენ გაუქმდეს ფინანსთა მინისტრის ბრძანება, რომლის თანახმად, საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე ხორბლის და ფქვილის შემოტანა და გატანა შესაძლებელია მხოლოდ სარკინიგზო და საზღვაო ტრანსპორტით და ცალკეულ შემთხვევებში, შემოსავლების სამსახურის თანხმობით, ავტოსატრანსპორტო საშუალებებითაც.