ნიკი ჰეილი: ტრამპი გაეროში ირანსა და სკრიპალის საქმეზე ილაპარაკებს

აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი გაეროს გენერალურ ასამბლეაზე გამოსვლისას ილაპარაკებს ირანის შესახებ და შეეხება ინგლისში სკრიპალის მოწამვლის საქმეს, ქიმიურ იარაღს და ჩრდილოეთ კორეას, თქვა გაეროში აშშ-ის ელჩმა, ნიკი ჰეილიმ. „დროა რეალური დისკუსია გავმართოთ ირანის გარშემო და ამას აპირებს პრეზიდენტი უშიშროების საბჭოში თავისი თავმჯდომარეობის დროს “, განუცხადა ჰეილიმ ეს „ფოქს ნიუსს“ 20 სექტემბერს. ტრამპი გაეროს გენერალურ ასამბლეას, 193 ქვეყნის წარმომადგენლებს მიმართავს 25 სექტემბერს და თავმჯდომარეობას გაუწევს უშიშროების საბჭოს სხდომას. ირანის თაობაზე პრეზიდენტი არ ფიქრობს, რომ ყურადღება უნდა მოვადუნოთ, ის თვლის, რომ ისინი სახაფათო არიან, - თქვა ჰეილიმ, რომლის თანახმად, ტრამპის აზრით, საერთაშორისო თანამეგობრობამ არ უნდა მოადუნოს ყურადღება. აშშ მაისში გავიდა 2015 წელს მიღწეული ბირთვული შეთანხმებიდან, რომელსაც მსოფლიოს სახელმწიფოებმა მოაწერეს ხელი ირანთან ერთად, რომელსაც გასულ თვეში კვლავ დაუწესეს სანქციები, რომლებიც შეთანხმების ძალით შეუმსუბუქდა თეირანს მისი ბირთვული პროგრამის შეზღუდვის სანაცვლოდ.