"გირჩი": იაგო ხვიჩია და ვახტანგ მეგრელიშვილი პოლიციის განყოფილებაში გადაიყვანეს

ვახტანგ მეგრელიშვილი

პოლიციამ ჩხრეკის მიზნით განყოფილებაში გადაიყვანა “გირჩის“ წევრები იაგო ხვიჩია და ვახო მეგრელიშვილი. ამის შესახებ ინფორმაცია „გირჩმა“ საკუთარი ოფიციალური „ფეისბუკის“ გვერდზე გაავრცელა. პარტიის ლიდერის, ზურაბ ჯაფარიძის ინფორმაციით „დედაენის ბაღში“ მობილიზებულია პოლიცია. იუსტიციის სახლის ავტოსადგომზე პოლიციელებით სავსე ავტობუსები დგას. ზურაბ ჯაფარიძის განცხადებით, „გირჩის“ მიერ ორგანიზებული „კანაფის ლეგალიზაციის ფესტივალი“ „დედაენის ბაღში“ მაინც ჩატარდება. ფესტივალის მიზანი საკონსტიტუციო სასამართლოს იმ გადაწყვეტილების დაცვაა, რომლითაც მარიხუანის მოხმარება ლეგალიზებულია.

Your browser doesn’t support HTML5

ზურაბ ჯაფარიძე "გირჩის" ლიდერების დაკავებაზე