თამთა მურადაშვილი ბიძინა ივანიშვილის განცხადებების შესახებ

Your browser doesn’t support HTML5

"გაუგებარია, რას წარმოადგენს ბიძინა ივანიშვილის მიერ ნახსენები პიარჯგუფი, რომელიც პარტიას ჩამოუყალიბებია, მაგრამ ფაქტია, რომ ჩვენს წინააღმდეგ რაღაც ნამდვილად იგეგმება", - უთხრა რადიო თავისუფლებას „რუსთავი 2“-ის იურისტმა, თამთა მურადაშვილმა. მისთვის ნათელია, რომ ბიძინა ივანიშვილის ბოლო განცხადებათა შინაარსი მეტად წამგებიანი იქნება ხელისუფლებისთვის, რომელიც სტრასბურგის სასამართლოში კატეგორიულად უარყოფს ზეწოლას სიტყვის თავისუფლებაზე.