სმოლენსკის ოლქში საქმე აღიძრა 14 წლის გოგონას სიკვდილთან დაკავშირებით. გოგონამ რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს შესჩივლა დედის დაბალი ხელფასის შესახებ და შემდეგ თავი მოიკლა.
საგამოძიებო სამმართველოში განაცხადეს, რომ ჩინოვნიკებმა, რომლებსაც ევალებათ გაჭირვებაში მყოფი ოჯახების დახმარება, უყურადღებობა გამოიჩინეს. გამომძიებლები განსაკუთრებულ ყურადღებას მიაქცევენ პედაგოგებს. ისინი ასევე შეამოწმებენ ვერსიას, აწარმოებდა თუ არა ვინმე გოგონაზე ზეწოლას.
14 წლის გოგონას გვამი 18 ნოემბერს აღმოაჩინეს ქალაქ საფონოვოში. იტყობინებიან, რომ აღმოჩენილია ასევე სიკვდილის წინ დაწერილი წერილი.
მას შემდეგ, რაც გოგონამ პუტინს მიმართა საჩივრით დედამისის ხელფასის თაობაზე, დედა, რომელიც მედდად მუშაობს, სამსახურში დაიბარა ხელმძღვანელობამ და გაკიცხა. გოგონა ასევე ჩიოდა სკოლაში ბულინგის შესახებ.