28 ივლისს, საპროტესტო აქციების 39-ე დღეს პარლამენტთან ფლი მარკეტი იმართება.
როგორც ორგანიზატორები ამბობენ დღეს, საქართველოში მოქმედი სტარტაპები თავიანთ პროდუქციას გაყიდიან და შემოსული თანხის 20%-ს ნებაყოფლობით ჩარიცხავენ აქციების ორგანიზებისთვის გამოყოფილ ანგარიშზე.
საპროტესტო აქციები 20 ივნისიდან გრძელდება რუსთაველის გამზირზე. აქციის მთავარ მოთხოვნად ისევ რჩება შს მინისტრის გიორგი გახარიას გადადგომა.