ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო საქართველოში მიესალმება საქართველოსა და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრას, რომელიც შვეიცარიის ხელშეწყობით 26 სექტემბერს, ნიუ-იორკში გაიმართა.
„მხარს ვუჭერთ საქართველოს სუვერენიტეტს და ტერიტორიულ მთლიანობას და მოვუწოდებთ რუსეთს, შეწყვიტოს უკანონო ოკუპაცია და შეამციროს დაძაბულობა“, – ნათქვამია Twitter-ში აშშ-ის საელჩოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
U.S. Embassy Tbilisi welcomes the #Georgia and #Russia meeting facilitated by @SwissMFA. We support Georgia’s sovereignty & territorial integrity and urge #Russia to end its illegal occupation and decrease tensions.
— U.S. Embassy Tbilisi (@usingeo) September 27, 2019
გაეროს გენერალური ასამბლეის 74-ე სესიის ფარგლებში, შვეიცარიის კონფედერაციის ინიციატივითა და ორგანიზებით, გაიმართა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის დავით ზალკალიანის და რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა მინისტრის სერგეი ლავროვის შეხვედრა.
შეხვედრაზე ქართული მხარის მიერ დაისვა საქართველოს ტერიტორიების დეოკუპაციის საკითხი, საუბარი შეეხო არსებული უსაფრთხოების გარემოსა და ოკუპირებულ ტერიტორიებზე განვითარებულ პროცესებს, ასევე, საქართველო-რუსეთის ურთიერთობებში არსებულ პრობლემურ საკითხებს.