აფხაზეთში ქორწილის ვიდეოს კრიტიკისთვის ადამიანს სცემეს

სოხუმში სცემეს ბლოგერს, ბესლან ხვარწკაიას. ის რეანიმაციულ განყოფილებაში იმყოფება.

ბესლან ხვარწკაიას ფიზიკურად გაუსწორდნენ სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული პოსტის გამო. მან აფახაზეთში გამართულ ერთ-ერთ ქორწილს „ვაცის ქორწილი“ (козлосвадьба) უწოდა. ქორწილის სუფრაზე ეწყო შემწვარი ცხოველები დაუნაწევრებლად.

ბესლან ხვარწკაიას ცემის ამსახველ ფოტოებს ფეისბუკის გვერდზე ერთ-ერთი მომხმარებელი აქვეყნებს.

ბესლან ხვარწკაიას სოხუმში 21 ოქტომბერს სცემეს. პოლიციას რესპუბლიკური საავადმყოფოდან შეატყობინეს კლინიკაში შესული ნაცემი პაციენტის შესახებ. მას მრავლობითი მოტეხილობები აქვს. სამართალდამცავებს მომხდარზე საქმე ჯერ არ აღუძრავთ.