თამარ ჩუგოშვილი უმრავლესობის დატოვების შესახებ

Your browser doesn’t support HTML5

როგორც პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, თამარ ჩუგოშვილმა განაცხადა 14 ნოემბერს, საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტის კენჭისყრაზე ჩავარდნის შემდეგ მას სხვა გზა უბრალოდ აღარ რჩება. ჩუგოშვილმა ასევე უთხრა რადიო თავისუფლებას, რომ უმრავლესობის სხდომებზე (13 და 14 ნოემბერს) მან საქმის კურსში ჩააყენა პარტიის ლიდერები, რომ პროპორციული არჩევნების საკითხის ჩაგდების შემთხვევაში ის ასეთ გადაწყვეტილებას მიიღებდა.