აქტივისტები სალობიეში მყოფ პრეზიდენტს გამოსვლას და შეხვედრას სთხოვენ

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი სალობიე „ბიაში" იმყოფება.

პრეზიდენტს აქტივისტები სალობიეს შესასვლელთან ელოდებიან.

სალობიესთან მყოფი ერთ-ერთი აქტივისტი, შემდეგ რამეს ამბობს: „აქ მოვედით იმის გამო, რომ ჯონჯოლი მივაწოდოთ [სალომე ზურაბიშვილს], დროულად გამოვიდეს და გაგვცეს პასუხი".

პრეზიდენტმა სალობიე შეძახილების: „მონა!", „მონა!" ფონზე დატოვა.

ამ წუთებში საქართველოს პარლამენტის ყველა შესასვლელთან დემონსტრანტები იმყოფებიან, რომლებიც აცხადებენ, რომ 26 ნოემბერს დეპუტატებს სხდომის ჩატარების საშუალებას არ მისცემენ.