ნიკოლ ფაშინიანი: სომხებისთვის საქართველოს მოქალაქეობა საამაყო უნდა იყოს

Your browser doesn’t support HTML5

სომხეთის პრემიერ-მინისტრის, ნიკოლ ფაშინიანის თქმით, საქართველოში მცხოვრები სომხებისთვის საქართველო სამშობლოა და მათთვის საამაყო უნდა იყოს საქართველოს მოქალაქეობა. ამ შინაარსის განცხადება ფაშინიანმა გააკეთა 3 მარტს, თბილისში, რუსთაველის თეატრში, დიასპორის წარმომადგენლებთან შეხვედრის დროს. სომხეთის პრემიერის განმარტებები მოჰყვა ჯავახეთის მკვიდრის, სტუდენტის, ერიკ კარაპეტიანის მიერ დასმულ შეკითხვას საქართველოში მცხოვრები სომხების სამშობლოში, სომხეთში, დაბრუნების შესაძლებლობების შესახებ.