ქუთაისში დაკარგული ტურისტის, ნიდერლანდელი სიიმ ვეგერის სამძებრო სამუშაოებში სამაშველო სამსახურის წარმომადგენლებიც ჩაერთნენ. 10 მარტის დილიდან გაუჩინარებულ ტურისტს მდინარე რიონში მყვინთავები ეძებენ.
23 წლის სიიმ ვიგერი 7 მარტს, გვიან ღამით გაუჩინარდა. ის ბოლოს მეგობართან ერთად ქუთაისის ცენტრში, ერთ-ერთ რესტორანში იმყოფებოდა. ვიდეოკამერებმა იგი მდინარე რიონის პირას, წითელი ხიდის მიმდებარე ტერიტორიაზეც დააფიქსირეს.
დაკარგული ტურისტის მშობლები საქართველოში 9 მარტს ღამით ჩამოფრინდნენ.