დეკანოზი შალვა კეკელია აღდგომის წირვისთვის 2 000 ადამიანისთვის ამზადებს სივრცეს

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის დეკანოზი შალვა კეკელია ამბობს, რომ აღდგომის წირვისთვის 2 000 ადამიანისთვის ამზადებს ადგილს. ამის შესახებ მან "რუსთავი 2"-თან საუბრის დროს განაცხადა.

"სკამებსაც ვუმზადებთ ადამიანებს, ვახმოვანებთ ამ ტერიტორიას, რომ ადვილი იყოს ადამიანებისთვის ტაძარში მოსვლა. ვიცი, რომ ღამისთევა ძალიან რთულია", - თქვა მან.

ის ხელისუფლებას სთხოვს, რომ ლიტურგიის დროს ადამიანებს შორის დისტანციის დაცვაში დაეხმაროს.

კორონავირუსის საფრთხის გამო საქართველოში 21 აპრილის ჩათვლით საგანგებო მდგომარეობაა გამოცხადებული. ამ დროის განმავლობაში იკრძალება სამ პირზე მეტი ადამიანის შეკრება და 21:00 საათიდან 06:00 საათამდე ქუჩაში გადაადგილება. წესების დარღვევისთვის მოქალაქე 3 ათასი ლარით ჯარიმდება.