ჩოხის ტარების ტრადიციას და მთიანეთში ლუდის ხარშვის მეთოდს არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი მიანიჭეს

არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი მიანიჭეს ჩოხა–ახალუხის ტარების ტრადიციას და საქართველოს მთიანეთში ლუდის ხარშვის უძველესი ტრადიციულ მეთოდს. საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს გენერალური დირექტორის ნიკოლოზ ანთიძის ბრძანებაში ვკითხულობთ: „მიენიჭოს არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ელემენტებს – „ქართველების იდენტობის სიმბოლოს – ჩოხა-ახალუხის ტარების ტრადიცია“ და „საქართველოს მთიანეთში ლუდის ხარშვის უძველესი ტრადიციული მეთოდი“.

„კულტურული მემკვიდრეობის თვალსაზრისით ღირებული ობიექტებისთვის არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსის მინიჭების შესახებ“ დღეს, 17 ივნისს გამოქვეყნებული ბრძანების თანახმად, ისინი ძეგლთა სახელმწიფო რეესტრში აისახება.