გრიგოლ ვაშაძე თავისი განცხადების თაობაზე დამატებით განმარტებას აკეთებს

გრიგოლ ვაშაძე

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე გრიგოლ ვაშაძე მის მიერ გაკეთებულ განცხადებასთან დაკავშირებით განმარტებას აკეთებს. ამ განმარტებას "ნაციონალური მოძრაობის" პრესცენტრი ავრცელებს:

1. მოქალაქეთა პროტესტი უნდა გაგრძელდეს;

2. ამ პროტესტს სასწრაფოდ უნდა დაემატოს პოლიტიკური კომპონენტი - სამართლიანი არჩევნების პრინციპების განხორციელების თაობაზე მოლაპარაკებების სახით სტრატეგიული მოკავშირეების მედიაციით;

3. სანამ/თუ მოლაპარაკებები წარმატებით არ დასრულდება არც მეორე ტურში მონაწილეობას არ ვღებულობთ და არც პარლამენტში არ შევდივართ;

4. ერთხელ და სამუდამოდ ყველა უნდა დავიძაბოთ, რომ მომავალში ქუჩის პროტესტმა ნორმალური პროცესი არ ჩაანაცვლოს არჩევნების გაყალბების გამო”, - აღნიშნულია გრიგოლ ვაშაძის განცხადებაში.

აღნიშნულ განმარტებას წინ უძღოდა გრიგოლ ვაშაძის ვრცელი განცხადება, რომელშიც იგი პოლიტიკურ პარტიებს მიმართავდა, პროცესი მოლაპარაკებების მაგიდასთან გადაიტანონ და ქუჩა ყველა დონის საკანონმდებლო ორგანოს ტრიბუნით ჩაანაცვლონ.