ირაკლი მელაშვილი დამოუკიდებლობის აღდგენიდან 30 წლის შემდეგ

Your browser doesn’t support HTML5

"იყო ემოციური შოკი და მას მერე ხშირად მიფიქრია, რომ ის დღე მთავარი დღე იყო ჩემს ცხოვრებაში და მე თითქმის არაფერი არ მახსოვს გარდა იმისა, რომ ხელი მოვაწერე"
ვის როგორ ახსოვს 30 წლის წინანდელი 9 აპრილი, როგორ შემოინახა ის დღე და ღამე მათმა მეხსიერებამ, რისი სჯეროდათ მაშინ და რაში გაუცრუვდათ იმედები, რატომ სწყდებთ გული და რით ამაყობენ - რადიო თავისუფლებამ 30 წლის წინა 9 აპრილის სურათის აღდგენა თავად დამოუკიდებლობის აქტზე ხელმომწერებს სთხოვა.