რუსმა სამხედროებმა სოფელ ღოღეთთან ოკუპირებულ ტერიტორიაზე ბოძები დაამონტაჟეს

ქარელის მუნიციპალიტეტში, სოფელ ღოღეთთან, ოკუპირებულ ტერიტორიაზე რუსმა სამხედროებმა ბოძები დაამონტაჟეს. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ავრცელებს.

სუს-ი იუწყება, რომ შემთხვევის შესახებ ინფორმირებულია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია და ამოქმედებულია ცხელი ხაზი.

მათივე ინფორმაციით, ბოძები სოფელ ღოღეთთან 24 აპრილს დადგეს.